#აირჩიებათუმი

გილოცავთ დამდეგ
შობა-ახალ წელს!

ბათუმი ზღაპრული ახალი წლისთვის ემზადება


წელს, ბათუმის ბულვარი ახალი წლისთვის საგანგებოდ ემზადება.
სტუმრებს განსაკუთრებულად მორთული, საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებული ბულვარი დახვდებათ. ევროპის მოედნის ნაცვლად მთავარი ღონისძიებები და საახალწლო სანახაობები ზღვისპირა ბულვარში გადმოინაცვლებს.

25 დეკემბერს, კი მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, საზეიმო ვითარებაში აინთება. განსაკუთრებულად ირთვება შუა ხეივანი, სადაც დეკორატიული ბუჩქები საახალწლო სასაჩუქრე ფორმის სანათებით იფუთება. ბათუმის ბულვარში საახალწლო სამზადისი დასრულების ეტაპზეა და საახალწლო განწყობაც უკვე იგრძნობა. ზღაპრულად მორთული ბულვარი საახალწლო ღონისძიებებს 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

ზამთრის ფესტივალი კურორტ გოდერძიზე

მოინიშნეთ კალენდარზე 28 დეკემბერი და მოემზადეთ კურორტი გოდერძის ფესტივალისთვის!
ფესტივალთან დაკავშირებით კურორტ გოდერძის მიმდებარე ტერიტორია გაფორმდება საახალწლო დეკორაციებით, დაინთება კოცონი, იქნება ცოცხალი და ელექტრონული მუსიკა, კეზბორების შოუ და გასართობი პროგრამა ბავშვებისათვის.

სტუმრებს საშუალება ექნებათ დალიონ სასმელები, დააგემოვნონ ბარბექიუ და ადგილობრივი კერძები, გაისეირნონ საბაგიროთი, დატკბნენ გოდერძის შთამბეჭდავი ხედებით და ისრიალონ თხილამურებით!
შეიქმენით დაუვწყარი წინასაახალწლო განწყობა აჭარის მთებში!

ქობულეთის საახალწლო ღონისძიებები

საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
25 დეკემბერს, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ საახალწლო ბაზრობას, ღია ბუხრებს, საბავშვო და გასართობ აქტივობებს, საახალწლო კერძების მომზადების მასტერკლასებს, გოზინაყის ფესტივალსა და ადგილობრივი, მოწვეული შემსრულებლებლებისა და ბენდების საახალწლო კონცერტებს დაესწრნონ. საღამოებს კი დაასრულებს DJ. .